08/11/2019

ტიეპოლოს დღე

„მოტიფი“ გიწვევთ Tiepolo Day -ტიეპოლოს დღეზე, 8 ნოემბერს საღამოს 7 საათზე. ღონისძიება გაიმართება თბილისში, „მოტიფი“-ს შოურუმში, ჭავჭავაძის გამზირი N50 / ა. ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იქნება "Tiepolo - Colour Collection Oikos by Giulio Cappellini" – „ტიეპოლო- ფერების კოლექცია ოიკოსი ჯულიო კაპელინის მიერ“

"ტიეპოლოს ფერების კოლექცია”, შეიქმნა იმ მიზნით, რომ დააკავშიროს იტალიური დეკორატიული ტრადიცია დიზაინის ყველაზე თანამედროვე ტენდენციებთან ეკოლოგიურად სუფთა საღებავების ხაზით, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინტერიერში. ჯულიო კაპელინის მიერ შექმნილი ქრომატული დიაპაზონი ინტერპრეტაციას უწევს ცნობილი იტალიელი მხატვრის, ტიეპოლოს ნახატებს, თანამედროვე ფორმით. ღონისძიებას დაესწრება Oikos- ის პრეზიდენტი, კლაუდიო ბალესტრი.

მის გვერდით იქნება იტალიელი არქიტექტორი ბატონი ანდრეა ვიგანო.

სიახლეები Oikos თბილისიდან