სასტუმრო მონოგრაფი ,თავისუფლების მოედანზე დამსვენებელს და სტუმრებს სთავაზობს სასიამოვნო დასვენებას და სტუმართმოყვარე გარემოს Oikos- ის მიერ ხელმოწერილ არქიტექტურულ გარემოში.
სასტუმრო მონოგრაფი შექმნილია სადიზაინერო სტუდია Proact.ge და Motif Design Elements კოლაბორაციის შედეგად. კომპანია მოტიფი დღემდე წარმოადგენს იტალიური ბრენდ ოიკოსის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. მათი იდეალურობა ინდივიდუალური პროექტის და ნივთების შექმნის ხელოვნებაა და რაც მთავარია ქართული კულტურა.
ქართული კულტურის ასახვა
შინაგანი გარემოს ყოველ შეხედულების კალიბრირება ხდება გემოვნებით და ელეგანტურობით, რომელიც იწყება ყველაზე პატარა ელემენტებიდან, საგულდაგულოდ შერჩეული როგორც სახელი Motif Design Elements , როგორიცაა ნათურები, მაგიდები, სკამები, ვაზები. ავეჯის დიზაინს ქმნის B&B Italia და Maxalto.
ფერის, შუქისა და ტექსტურის კომბინაცია ქმნის ელეგანტურ თბილ სივრცეს და მინიმალისტურ გარემოს.
რესტორანი „სომინი“ – ქართული „ფაინ დაინინგ“ კატეგორიის რესტორანი, შიდა და გარე სივრცეებით.
რესტორან „სომინი“-ს შექმნის კონცეფცია, წარმოდგენილი სასტუმროს სტრუქტურაში , იდეურად კარგად ასახავს ქართული სამზარეულოს აღქმას თანამედროვე გარემოში. ქართული სამზარეულოს ორიგინალური ინტერპრეტაცია და ნარჩევი ქართული ღვინო მხოლოდ რესტორან სომინიში, მონოგრაფში.
ინტერიერის დიზაინის ელემენტების ჰარმონიულმა და არომატულმა ნაზავმა შექმნა ოთხივე სეზონის განწყობა.
რესტორან სომინის ინტერიერს ამშვენებს ოიკოსის დეკორატიული მასალით მოხატული ჭერი და კედლები. გამოყენებულია დეკორატიული მასალა TIEPOLO და AUREUM რომელიც იძლევა მდიდრულ , დახვეწილ ატმოსფეროს.
„მონოგრაფის“ ლაუნჯი
„მონოგრაფის“ ლაუნჯი – კოქტეილების კულტურით გამორჩეული სივრცე ღია აივნით, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაჰყურებს.
„მონოგრაფის“ ლაუნჯის ინტერიერს ამშვენებს ოიკოსის დეკორატიული მასალით მოხატული ჭერი და კედლები. გამოყენებულია დეკორატიული მასალა MARMORINO და AUREUM კომბინირებულს მოზაიკასთან, სარკისებურ ანარეკლებთან , რომელიც იძლევა მდიდრულ , დახვეწილ ატმოსფეროს.
ეს უნიკალური სივრცეები სასტუმრო Monograph Freedom Square Hotel di Tblisi - ს ვიზიტორებისთვის არის განსაკუთრებული დასასვენებელი ადგილი, ისტორიული ფერების გამით და თანამედროვე ჰარმონიული განწყობით .